"სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს აქამდე მოქმედი სამგზავრო ბარათები - მეტრომანები უქმდება, რაც სიცრუეა" - ამის შესახებ ინფორმაციას ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო ავრცელებს.
სააგენტოს განმარტებით, მეტრომანის სამგზავრო ბარათები კვლავ რჩება მგზავრობის საფასურის ერთჯერადი გადახდის უნივერსალურ საშუალებად.