20 ნოემბერი 2024,   13:14
ვრცლად
რას ემსახურება სასაფლაოებთან გავლებული 1,5კმ სიგრძის თხრილი - რას ყვებიან სოფელ ჯარიაშენში ოკუპანტების გააქტიურების შესახებ 

რას ემსახურება რუსი ოკუპანტების მიერ, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯარიაშენის სასაფლაოებთან გავლებული 1,5კმ სიგრძის თხრილი. 

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტებმა მავთულხლართები 10 მეტრით გადმოსწიეს, რაც შეეხება გავლებულ თხრილს, საოკუპაციო რეჟიმის მიზანი საქართველოს მოქალაქეებისათვის საავტომობილო გადაადგილების შეფერხებაა. 

"მთელი დღე მძიმე ტექნიკა მუშაობდა და საზღვარსაც გადმოსცდნენ. მავთულხლართები 10 მეტრით გადმოსწიეს. ისინი თავიანთ ნებაზე, როცა უნდათ გადადიან და გადმოდიან," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "კურიერთან" საუბრისას.

"ახლა სადაც თხრიან გვერდზე, აქეთ მხარეს არის სიმინდი, პირდაპირ საზღვარზე გვითესია," - ამბობს ადგილობრივი.

 სოფელ ჯარიაშენში ჰყვებიან, რომ საოკუპაციო ძალის წარმომადგენლები ადგილზე 2 დღის მანძილზე მუშაობდნენ და სამუშაოებს საოკუპაციო ხაზის დარღვევით ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე აწარმოებდნენ.

უკანონო ბორდერიზაციის ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ.

 

დღის ამბები