20 ნოემბერი 2024,   13:35
ვრცლად
გლდანში სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა - მათ შორის 3 ბავშვია

გლდანში სავარაუდოდ, ნამწვი აირის ინტოქსიკაციის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა.

წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვლილია 3 მცირეწლოვანი და ორი მოზრდილი.

შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.

დღის ამბები