გლდანში მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოჯახი, რომლის 5 წევრი, მათ შორის 3 ბავშვი დღეს გაზის ნამწვით გაიგუდა, მათ კორპუსში ახალი გადასულები იყვნენ. მათ აღნიშნული ბინა ნაქირავები ჰქონდათ.
შემთხვევა გლდანი 2 მ/რ-ის, 47ა კორპუსში მოხდა. მომხდარ ფაქტზე, შსს-მ გამოძიება 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც ორი ან მეტი პირის გარდაცვალება მოჰყვა.