ყვარლის მუნიციპალიტეტში ხანძარია. პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი სოფელ შილდას ტყეში ქვედა საფარს უკიდია. ამის შესახებ "რუსთავი 2"-ს ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლის ქრობის პროცესს რთული მეტეოროლოგიური პირობები აფერხებს, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკით მისვლა ვერ ხერხდება და ძლიერი ქარია.
ხანძრის ზონაში მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ცოცხალი ძალა.
რა გახდა აალების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია.