01 მაისი 2024,   00:33
ვრცლად
Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე და სტაბილური პერსპექტივა უცვლელად დატოვა

საერთაშორისო საკრედიტო რეიტინგის სააგენტო Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი "BB" დონეზე და სტაბილური პერსპექტივა უცვლელად დატოვა. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის განმსაზღვრელ ფაქტორებს სანდო და ეფექტური პოლიტიკა და სხვა "BB" რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით ძლიერი მმართველობის ინდიკატორები წარმოადგენს. Fitch-ის მიხედვით, პანდემიისა და გლობალური გაურკვევლობის, მათ შორის რეგიონში გაზრდილი გეოპოლიტიკური რისკები ფონზე, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკას მზარდი ტემპი ჰქონდა.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე მირზა გელაშვილი ამბობს, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობის სწრაფი აღდგენა ხდება. 

"სახეზე გვაქვს მაკროეკონომიკური სტაბილურობის სწრაფი აღდგენა. ეს აისახება ეკონომიკის ზრდაში, პირველ რიგში კი ფისკალური დეფიციტის შემცირებით და მთავრობის ვალის შემცირებაში. 2021 წლის ბოლოს  დაახლოებით 10% შევამცირეთ ვალი და 60,2 %- დან დაახლოებით 50%-მდე შემცირდა მთავრობის ვალი. სახეზეა არა მხოლოდ ეკონომიკური ზრდის აღდგენა არამედ მაკროეკონომიკური სტაბილურობის აღდგენაც,"-აცხადებს მირზა გელაშვილი.

დღის ამბები