03 მაისი 2024,   12:07
ვრცლად
"თუ რუსეთი დარწმუნებულია, რომ მას აქვს უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება, მაშინ იგივე უფლებები უნდა არსებობდეს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც," - განაცხადა ვენდი შერმანმა

"თუ რუსეთი დარწმუნებულია, რომ მას აქვს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოების ხელშეუვალი უფლება, მაშინ იგივე უფლებები უნდა არსებობდეს საქართველოსთვის, მოლდოვასა და უკრაინისთვისაც," - განცხადებას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვენდი შერმანი ავრცელებს.

მისივე თქმით, ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ახორციელებს ქმედებებს, რომელიც არ შეესაბამება ეუთოს ეგიდით მათ მიერ აღებულ ვალდებულებებს.

ვენდი შერმანის თქმით, 2014 წელს რუსეთ შეიჭრა ყირიმში და 2008 წელს ის შეიჭრა საქართველოში და განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20%-ის უკანონო ოკუპაციას.

ვენდი შერმანის თქმით, რუსეთის ქმედებები ზიანს აყენებს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას უსაფრთხოებას, არღვევს საერთაშორისო კანონს და ემუქრება ევროპის ხედვას თავისუფლების, მთლიანობისა და მშვიდობის შესახებ.

დღის ამბები