24 აპრილი 2024,   12:59
ვრცლად
ბათუმის მერი კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ

ბათუმის მერი იმ კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც ქალაქში ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებენ.

შეხვედრაზე იმსჯელეს მიმდინარე პროექტებსა და დასრულების ვადებზე. არჩილ ჩიქოვანმა კომპანიების წარმომადგენლებს, სამუშაოების დროულად და ხარისხიანად შესრულებისკენ მოუწოდა. ზღვისპირა ბათუმში, ამ ეტაპზე გზების რეაბილიტაცია, საბავშვო ბაღებისა და სოციალური სახლების რეაბილიტაცია, ასევე გარე განათებების სისტემების მოწყობა მიმდინარეობს. მერის განცხადებით ქალაქი მაქსიმალურად უნდა იყოს მოწესრიგებული ტურისტული სეზონისთვის.

შეხვედრას ესწრებოდნენ ბათუმის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანიზაციები, რომლებიც ინფრასტრუქტურული მიმართულებით ახორციელებენ საქმიანობას და მათი კონტრაქტორი კომპანიები.

დღის ამბები