22 დეკემბერი 2024,   22:26
ვრცლად
არითმეტიკული უზუსტობა თუ დაწყებული სხდომის გაგრძელება - სენაკის საკრებულოში კვორუმისთვის საჭირო მე-17 დეპუტატის უფლებამოსილება 16 წევრიანმა შემადგენლობამ ცნო

საკრებულოები რეგიონებში კვლავ მთავარი პოლიტიკური ბრძოლის არენაა. ამჯერად ოპოზიცია და მმართველი პარტია მათემატიკაში ცდიან ერთმანეთს.

მმართველი პარტიის 16 დეპუტატიდან სენაკის საკრებულოს სხდომებს არცერთი არ ესწრება. 16 ჰყავს დარჩენილი ოპოზიციასაც. სადავოა ერთი ახალი ხმა, რომლის უფლებამოსილებაც გუშინ ოპოზიციამ "ოცნების" გარეშე ცნო.

იყო თუ არა გუშინ სენაკში კვორუმი და რამდენი დეპუტატის ხმა იყო საკმარისი გადაწყვეტილებების მისაღებად?
"ქართული ოცნება" ამბობს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" და გახარიას პარტიას გუშინ სხდომის ჩატარების უფლება არ ჰქონდათ.

კანონის სხვა მუხლზე აპელირებენ მმართველი პარტიის ოპონენტები. საერთო ჯამში კი ორივეს ერთმანეთის დასაძლევად ერთი ხმა აკლიათ.

განცხადებები პარტია "საქართველოსთვის" წევრებმა საკუთარ ლიდერთან, გიორგი გახარიასთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ყოფილი პრემიერი დღეს სამეგრელოში მართავდა კონსულტაციებს, სადაც საკრებულოებში მიმდინარე პროცესებზე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდა. გახარიამ, რომელიც საჯაროდ უკვე რამდენიმე თვეა არ ჩანს, არც დღეს ისურვა მედიასთან კომუნიკაცია.

სენაკის საკრებულოში ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ კვორუმის პრობლემა აღარ ექნებათ, რადგან გუშინდელ სხდომაზე გადამწყვეტი მე-17 წევრის უფლებამოსილება ცნეს, ეს კი მმართველი გუნდის მტკიცებით არალეგიტიმური და არაკონსტიტუციურია, რადგან საკითხი 16 წევრის მონაწილეობით გადაწყდა.

დღის ამბები