ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგა. ინფორმაციას შიდასახელმწიფოებრივ მაგისტრალებზე არსებული ვითარების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია," - აღნიშნულია ინფორმაციაში.