სასტიკი მკვლელობა კახეთში. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდოლში ცოლ-ქმარი მოკლეს. მკვლელობა გვიან ღამით ერთ-ერთ ფერმაში მოხდა, მოტივი უცნობია, ასევე უცნობია დააკავეს თუ არა დამნაშავე სამართალდამცველებმა.
მომხდარს თვითმხილველები არ ჰყავს იქიდან გამომდინარე რომ შემთხვევა სოფელ კონდოლიდან რამდენიმე კილომეტრში მდებარე ფერმაში, გვიან ღამით მოხდა.
"კურიერმა" გაარკვია რომ მკვლელობა სავარაუდოდ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა, რადგან ადგილობრივებმა ღამით ყვირილის ხმა გაიგონეს.
არსებული ინფორმაციით იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსად მუშაობდა და შესაძლებელია, რომ სწორედ მას მოსვლოდა კონფლიქტი ცოლ-ქმართან და მათთვის ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა.
მოკლული ცოლ-ქმარი ყვარლის მუნიციპალიტეტიდანაა.