28 აპრილი 2024,   10:54
ვრცლად
თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა ოკეანეში ჩავარდა - მაშველები დაკარგულებს ეძებენ 

ჩრდილოეთ კაროლინაში ავიაკატასტროფა მოხდა. თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც 8 ადამიანი იმყოფებოდა ოკეანეში ჩავარდა.

მაშველები ამ დრომდე ეძებენ დაკარგულებს. ნაპოვნია მხოლოდ ერთი მგზავრის ცხედარი.

 მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება, სხვა დეტალები უცნობია.

დღის ამბები