20 ნოემბერი 2024,   15:22
ვრცლად
5 ივლისის საქმეზე სასამართლოში "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტები დაიკითხებიან

თბილისის საქალაქო სასამართლო 5 ივლისის საქმეზე მსჯელობას განაგრძობს.

დღევანდელ პროცესზეც ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ, საუბარია სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" ჟურნალისტებზე - ლიკა ალელიშვილსა და სალომე ბოკუჩავაზე. განიხილება ლექსო ლაშქარავას ეპიზოდი.

"მე ვიკითხები ლექსო ლაშქარავას ეპიზოდთან დაკავშირებით. ერთ სადარბაზოში ვიყავით, კარგად ვიცი იქ რაც მოხდა, გამოძიებისთვის მაქვს უკვე ჩვენება მიცემული და ვაპირებ, რომ იგივე გავიმეორო. ასევე რამდენიმე ადამიანი, რომელიც სადარბაზოში იმყოფებოდა, ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას გვაყენებდა მედიის წარმომადგენლებს, ეს ადამიანები, ვუთხარი გამოძიებას ვინც იყვნენ და დღესაც ვაპირებ იმავეს გამეორება," - აღნიშნა ლიკა ალელიშვილმა.



დღის ამბები