20 ნოემბერი 2024,   15:23
ვრცლად
ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება

ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. სხდომა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევით გაგრძელდება.

ერთ-ერთმა დაკავებულმა, აკო ჭელიძემ დანაშაული აღიარა, თუმცა ჯგუფურად მოქმედება და მკვლელობის დაკვეთა უარყო.

რაც შეეხება მეორე ბრალდებულს, გიორგი კავილაძეს, ის ერთადერთ დანაშაულად იმ ფაქტს მიიჩნევს, რომ მომხდარის შესახებ პოლიციას არ შეატყობინა.

შეგახსენებთ მკვლელობა თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე რამდენიმე თვის წინ მოხდა.

დღის ამბები