მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მეტროსადგურ "ვარკეთილის" მიმდებარე ტერიტორიიდან, ასევე, ჯავახეთისა და კალოუბნის ქუჩებიდან გარევაჭრობისთვის განკუთვნილი უნებართვო კონსტრუქციები გაიტანეს.
ტერიტორია უკვე დაასუფთავა თბილსერვის ჯგუფმა. მერია გარემოვაჭრეებს ახლომდებარე ბაზრობებზე ალტერნატიულ ფართს სთავაზობს, თუმცა ეს მათთვის მიუღებელია. წინადადება ასეთია - მოვაჭრეები ოთხი თვის განმავლობაში, გათავისუფლდებიან საიჯარო გადასახადისგან, ხოლო შემდგომში საშეღავათო პირობებით ისარგებლებენ.