16 ნოემბერი 2024,   08:34
ვრცლად
აფეთქება სეპარატისტების მიერ კონტროლირებად ქალაქში ინსცენირება იყო - უკრაინა და აშშ რუსეთს მორიგ პროვოკაციაში ადანაშაულებენ

უკრაინისა და აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ დონეცკში გადაღებული ვიდეო, სადაც აღბეჭდილია აფეთქება და ცეცხლის შედეგად დაზიანებული სამხედრო ავტომობილი, რუსი სეპარატისტების მიერ ინსცენირებული თავდასხმაა და მთავარი მიზანი დაძაბულობის კიდევ უფრო გაზრდაა.

თვითგამოცხადებული დონეცკის სახალო რესპუბლიკის ტელეარხის ინფორმაციით, "მთავრობის სახლთან, საღამოს 19:00 საათზე მანქანა აფეთქდა".

"ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს ინსცენირება და პროვოკაციაა" - განუცხადა CNN-ს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველმა ანტონ გერაშჩენკომ

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა კი ფაქტი "ტყუილ ოპერაციად" შეაფასა და განაცხადა, რომ მსგავსი ინციდენტები, როგორიც მანქანის აფეთქება და სეპარატისტი ლიდერების ევაკუაციისკენ მოწოდებაა, ნიშნავს მხოლოდ ერთს - რუსეთი დეზინფორმაციითა და ტყუილით აგრძელებს დადასტურებას, რომ "ამ კონფლიქტში ის აგრესორია".  

 

წყარო: CNN

დღის ამბები