26 აპრილი 2024,   19:24
ვრცლად
ეროვნული ფედერაციის "სპორტი ყველასათვის" პრეზიდენტად ირაკლი მეძმარიაშვილი აირჩიეს

საქართველოს ეროვნული ფედერაცია "სპორტი ყველასათვის" მესამე სპორტული ფედერაცია გახდა, რომელმაც პრეზიდენტის არჩევნები სპორტის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად შეცვლილი წესდებით ჩაატარა. 

მათ პრეზიდენტად ირაკლი მეძმარიაშვილი აირჩიეს, რომელიც 2017 წლიდან მოყოლებული ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია ეკავა, ვიცე-პრეზიდენტის პოზიცია დაიკავა მაია აზარაშვილმა. დასახელდა გამგეობის კიდევ 3 წევრი.

არჩევნებში ხმის უფლების მქონე 21 დელეგატი მონაწილეობდა.

დღის ამბები