გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთთან რუსი ჯარისკაცების გააქტიურება შეინიშნება. ფაქტის ამსახველ ვიდეომასალას ერთ-ერთი ადგილობრივი ავრცელებს. მისი თქმით, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან, რუსმა სამხედროებმა სპეცტექნიკა მიიყვანეს და მავთულხლართების გაბმა დაიწყეს.
"კურიერის" კორესპოდენტის ინფორმაციით კი, საოკუპაციო ძალის წარმომადგენლებმა არსებული მავთულხლართის შიგნით ბოძები დაამაგრეს.
გააქტიურებულია ცხელი ხაზი.