24 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
"ომიკრონმა" თამაშის სხვა წესი შემოგვთავაზა - რას აცხადებს დევი ტაბიძე მკვეთრად შეცვლილ ვითარებაზე 

ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ინფიცირების შემცირებულ რაოდენობაზე "ომიკრონის" იოლად მიმდინარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, რეანიმაციებში რჩებიან ის პაციენტები, ვინც ძველი შტამებით დაინფიცირდნენ და დაავადება გაუხანგრძლივდათ.

"ომიკრონი" აბსოლუტურად სულ სხვა შტამია და რეალურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ დაველოდოთ იმ სიტუაციას, რომ "ომიკრონმა" თვითონ შექმნას პოპულაციური იმუნიტეტი. "ომიკრონმა" შემოგვთავაზა თამაშის სხვა წესი, რასაც ჰქვია ბინაზე მკურნალობა, რასაც ჰქვია დატვირთვა კოვიდ-სასტუმროებში

რაც შეეხება მძიმე პაციენტებს, ისინი კვლავ რჩებიან კლინიკებში და რეანიმაციებში პრობლემაა მაინც ადგილების. გადატვირთული რეანიმაციები ძველ შტამებს უკავშირდება," - განაცხადა ექსპერტმა ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძემ.

სამედიცინო სფეროს წარმოადგენლები ყურადღებას ბავშვებში ინფიცირების შემცირებაზეც ამახვილებენ.

"რადგანაც საერთო რაოდენობა შემცირებულია, ბავშვთა რაოდენობაც შემცირებულია, ამიტომ მომართვიანობაც ბოლო სამი დღის განმავლობაში საშუალოდ დღეში 20-25 ბავშვამდე შემოდის. ამასთან, დღეში 60-70 პაციენტი ეწერება ხოლმე. მშობლებს ვთხოვ რომ ნუ ჩავარდებიან პანიკაში პირველივე დღეს როდესაც ცხელება დაეწყებათ, ნუ მოინდომებენ რომ აუცილებლად კლინიკაში მოთავსდნენ, იმიტომ რომ მესამე დღეს როგორც წესი ბავშვები თავს კარგად გრძნობენ," - აღნიშნა ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ.

დღის ამბები