საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობას მიიღებს "პარიზის მშვიდობის ფორუმში", რომლის ფარგლებშიც იმართება ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილი სამიტი - ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ მიღებას.