გაწყდა თუ არა ხელშეკრულება თურქულ კომპანია "ენკასთან" - მოძრაობა "რიონის ხეობის გადარჩენისთვის" "ნამოხვანჰესთან" დაკავშირებით პასუხებს ითხოვს. მოძრაობის წევრებმა ეკონომიკის ახალ მინისტრს საჯაროდ მიმართეს.
მათი თქმით, ამ დრომდე კითხვებზე პასუხები არ აქვთ, ხელისუფლება კი დროის გაყვანას და პროცესისადმი საზოგადოების ინტერესის შემცირებას ცდილობს.
ვარლამ გოლეთიანი ამბობს, რომ ჯერ კიდევ ბუნდოვანია საკითხი, გაწყდა თუ არა ხელშეკრულება კომპანია "ენკასთან" და არის თუ არა პროექტი უსაფრთხო. მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ გონივრულ ვადაში ხელისუფლება დიალოგზე არ წავა, ისინი პროტესტის აქტიურ ფორმას მიმართავენ და კომპანია "ენკას" ბლოკირებას მოახდენენ.