რუსული ჯარები ხარკოვში შევიდნენ - ამის შესახებ უკრაინის რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა. უკრაინელმა სამხედროებმა ოკუპანტების ლიკვიდირების ოპერაცია დაიწყეს. მთავრობა მოქალაქეებს მიმართავს, ქუჩებში არ გამოვიდნენ.