16 ნოემბერი 2024,   07:34
ვრცლად
"მოლაპარაკებების რაც შეიძლება სწრაფად დაწყება, ჩვენი ძმა უკრაინელების გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს" - რუსეთი მოლაპარაკებებზე საბოლოო პასუხს ელის

უკვე ნათქვამი უარის მიუხედავად, რუსული დელეგაციის წევრები ამ დრომდე მინსკში რჩებიან და ოფიციალური კიევისგან საბოლოო პასუხს ელოდებიან. ვადა მინსკის დროით 15 საათზე ამოიწურება, შესაბამისად ვოლოდიმირ ზელენსკის მოსაფიქრებლად კიდევ ერთი საათი აქვს.

ოკუპანტები კიევის ოფიციალურ წარმომადგენლობას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევენ და შეხვედრის ადგილად ისევ ბელორუსის ქალაქ გომელს სთავაზობენ.

რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადიმერ მედინსკის განცხადებით, თითოეული წუთი მნიშვნელოვანია "ძმა უკრაინელებისა" და წინააღმდეგობის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების გადასარჩენად.

"ქვეყნების მიერ დეტალურად იქნა განხილული და შეთანხმებული უკრაინული დელეგაციის მარშრუტი. ჩვენი მხრიდან იყო გარანტირებული და უზრუნველყოფილი უკრაინული დელეგაციის აბსოლუტური უსაფრთხოება. ადრეული დილიდან ვიმყოფებით ბელარუსში, ქალაქ გომელამდე მინსკიდან 3 საათის სავალი გზა გვაქვს. ჩვენთვის ყოველი საათი და წუთი მნიშვნელოვანია. მოლაპარაკებების რაც შეიძლება უფრო სწრაფად დაწყება, ჩვენი ძმა უკრაინელების, მშვიდობიანი მოქალაქეებისა და წინააღმდეგობის ხაზზე მყოფი ჯარისკაცების გადარჩენილ სიცოცხლეს ნიშნავს,"-აცხადებს მედინსკი.

დღის ამბები