01 სექტემბერი 2026,   18:09
ვრცლად
გურიაში უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების შეგროვება დაიწყეს

გურიაში უკრაინის ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება დაიწყეს. ინიციატივა სახელმწიფო რწმუნებულს ეკუთვნის და მას სამხარეო ადმინისტრაციისა, გურიის მუნიციპალიტეტები და საჯარო მოხელეები უერთდებიან. სამივე მუნიციპალიტეტი დამატებით უზრუნველყოფს თანხების მობილიზებასაც.

ადგილობრივი მერიის შენობებში, სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში ნებისმიერ მოქალაქესა თუ ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, დატოვონ უკრაინელი ხალხისთვის განკუთვნილი შემოწირულობა.

დღის ამბები