კახა კალაძე უკრაინელ ხალხს სოლიდარობას კიდევ ერთხელ უცხადებს. როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, მერია უკრაინელი ხალხისთვის გაწეულ ჰუმანიტარულ დახმარების საკითხშიც ჩაერთვება.
კალაძის თქმით, უკრაინელი მოქალაქეებისთვის თბილისის მასშტაბით მგზავრობა უფასო იქნება.
"მე უკრაინასთან განსაკუთრებული სიყვარული მაკავშირებს. გარკვეული წლების განმავლობაში, მომიწია უკრაინაში ცხოვრება და ძალიან დიდი სიყვარული მაკავშირებს უკრაინელ ხალხთან. მინდა, კიდევ ერთხელ, სოლიდარობა გამოვუცხადო უკრაინელ ხალხს. ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით იმ ჰუმანიტარულ დახმარებაში, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ახორციელებს და შევუერთდებით ცენტრალურ ხელისუფლებას ამ წამოწყებაში.
ასევე ძალიან ბერი ადამიანის ზარი შემოდი, მეგობრების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენელბი ძალიან აქტიურობენ და ყველა გამოხატავს მზაობას ჩაერთოს ამ მხარდამჭერ აქციაში.
უკრაინიდან ადამიანებს გაჰყავთ თავიანთი ოჯახები და საქართველო მზად არის ეს ოჯახები მიიღოს, პირადად მე, ჩემს მეგობრებთან ერთად მზად ვარ ეს ოჯახები მივიღოთ საქართველოში და პირადად მე ჩავერთო ჩემი სახსრებით და ვუზრუნველყო ამ ადამიანების განთავსება,"- აცხადებს კალაძე.