29 ნოემბერი 2024,   12:33
ვრცლად
იყო პირდაპირი მცდელობა მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ვყოფილიყავით ჩართული სამხედრო კონფლიქტში - ირაკლი კობახიძე

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე უკრაინის პრეზიდენტის მიერ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევას გამოეხმაურა. 

"ვნახეთ, რომ სანქციები იყო დასახელებული, როგორც მთავარი მიზეზი ელჩის გაწვევისა. სანქციები უკრაინასთან დაკავშირებით დააწესა: მოლდოვამ, თურქეთმა, აზერბაიჯანმა, ისრაელმა, არც ერთი ამ ქვეყნის მიმართ კი ასეთი გადაწყვეტილება არ იქნა მიღებული. რატომ? მიზეზი არის ერთადერთი - ინტერესი, რომ  თურქეთი, მოლდოვა, ისრაელი და ა.შ ჩაერთოს სამხედრო კონფლიქტში, არ არსებობს. ეს მარტივი ახსნაა. 

სანქციები იქაც არ დაწესებულა, მაგრამ ელჩი იქედან არავის გაუწვევია. ჩვენ ვერ ჩავერთვებით სამხედრო კონფლიქტში. იყო პირდაპირი მცდელობა მოხალისეების გაგზავნის ორგანიზების ნაწილში, რომ ვყოფილიყავით ჩართული სამხედრო კონფლიქტში, ეს ვერ იქნა მიღწეული და ამას მოჰყვა შემდეგ ეს ძალიან სამწუხარო ნაბიჯი. ჩვენ ამ ვითარებაში, როდესაც უკრაინა ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, ყველაფერს ვცემთ პატივს და ბუნებრივია, ასეთ დროს არასწორია გავაკრიტიკოთ უკრაინის ხელისუფლება. თუმცა, უნდა დავაფიქსიროთ, რომ ეს გადაწყვეტილება, აბსოლუტურად მიუღებელი და გაუმართლებელია. მათ შორის, იმ ყველაფრის გათვალისწინებით, რაც საქართველომ გასული დღეების განმავლობაში გააკეთა.

არ იყო არც ერთი პლატფორმა და ფორუმი, სადაც უკრაინასთან დაკავშირებით საკითხი დადგა, ყველგან გამოხატა საქართველომ ქმედითი ნაბიჯები,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

დღის ამბები