14 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
ჰაიტიში Spirit Airlines-ის და JetBlue-ს თვითმფრინავებს ცეცხლი გაუხსნეს

Spirit Airline-ის თვითმფრინავს, რომელიც რეისს ფლორიდიდან ჰაიტის მიმართულებით ასრულებდა, ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ abcnews წერს. 

გამოცემის ცნობით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც თვითმფრინავი ჰაიტის ქალაქ პორტ-ო-პრენსის აეროპორტში დაშვებას ცდილობდა. ამის შესახებ ჰაიტის სამოქალაქო ავიაციის ეროვნულმა ოფისმა განაცხადა. ავია ლაინერის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან ოთხჯერ ისროლეს.

მომხდარი ფაქტის შემდეგ, თვითმფრინავი უსაფრთხოდ სანტიაგოში, დომენიკის რესპუბლიკაში დაეშვა. შემთხვევის გამო არ დაშავებულა არც ერთი მგზავრი, თუმცა მსუბუქი დაზიანება მიიღო ერთმა ბორტ გამცილებელმა.

"მას შემდეგ, რაც თვითმფრინავი დომინიკის რესპუბლიკაში დაჯდა, ინსპექტირებამ გამოავლინა თვითმფრინავის დაზიანების მტკიცებულება, რომელიც შეესაბამებოდა სროლას, - ნათქვამია Spirit Airlines-ის განცხადებაში.

თვითმფრინავი ექსპლუატაციიდან ამოიღეს, მგზავრები კი ისევ უკან ფლორიდაში სხვა ავიალაინერით გაამგზავრეს.

თვითმფრინავის მიმართულებით კიდევ ერთი გასროლის ფაქტი მოხდა, ამჯერად JetBlue რეისის მისამართით. ავიალაინერი რეისს ჰაიტიდან ნიუ-იორკის მიმართულებით ასრულებდა.

მას შემდეგ, რაც JetBlue რეისი 935 კენედის საერთაშორისო აეროპორტში დაჯდა, ფრენის შემდგომი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ თვითმფრინავის გარე ნაწილს ტყვია ჰქონდა მოხვედრილი.

JetBlue-მ განაცხადა, რომ ისინი ჰაიტიდან და უკან მიმართულებით აჩერებენ ყველა ფრენას 2 დეკემბრის ჩათვლით, მიზეზი ქვეყანაში სამოქალაქო არეულობაა.

დღის ამბები