"ლუფთჰანზას“ რეისზე, რომელიც ბუენოს აირესიდან ფრანკფურტის მიმართულებით ასრულებდა ფრენას, ძლიერი ტურბულენტობის გამო 11 ადამიანი დაშავდა.
"სამწუხაროდ, ხუთმა მგზავრმა და ეკიპაჟის ექვსმა წევრმა მსუბუქი დაზიანებები მიიღო," - განაცხადა ავიაკომპანია "ლუფთჰანზას" სპიკერმა.
ავიაკომპანიის ცნობით, დანიშნულების ადგილზე თვითმფრინავი უსაფრთხოდ დაშვების შემდეგ, დაშავებულებს სამედიცინო დახმარება დაუყოვნებლივ ჩაუტარდათ.
თვითმფრინავში 329 მგზავრი და ეკიპაჟის 19 წევრი იმყოფებოდა.