ორი ოპოზიციური გაერთიანების მიერ, საარჩევნო კომისიისთვის სიების გაუქმების მოთხოვნით მიმართვას, სხვა კოლეგა ოპოზიციაში ეხმაურებიან. პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ოპოზიციის დღევანდელ განცხადებას პოპულიზმს უწოდებს.
"ნაციონალურ მოძრაობას" - ერთი ფრთა და მეორე ფრთა, ძველი და ახალი, მათ სჩვევიათ ასეთი პოპულისტური ქმედებები და ამ პოპულისტური ქმედებებით, საკუთარ ამომრჩეველში კიდევ უფრო მეტ იმედგაცრუებას გამოიწვევენ. ამაზე შეიძლება გამოვიდნენ და დასცინონ, მსგავსი ქმედების საფუძველი კანონში არ არსებობს. რაც შეგვეხება ჩვენ, ჩვენ ძალიან კარგად ვუსმენთ ჩვენს ამომრჩეველს და მივყვებით ჩვენს თანმიმდევრულ გეგმას. ასეთი გაუაზრებელი ნაბიჯებით, ჩვენზე ზემოქმედებას ვერავინ ვერ მოახდენს. ჩვენ ნათქვამი გვაქვს, დღესაც ამას ვიტყვით და მომავალშიც, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემთ," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.
პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით რომ გადაწყვეტილება არ შეუცვლიათ, ამას კიდევ ერთხელ ამტკიცებენ "ლელოს" კოალიციაში.
"მანდატი დატოვების შესახებ განცხადებას ვწერ, საკუთარი ხელით." - აღნიშნა "ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" წევრმა, ირაკლი კუპრაძემ.