06 მაისი 2024,   19:41
ვრცლად
იზოლაციაა სამხედრო აგრესიის გამო - ხელოვნების სამყარომ რუსეთს ზურგი აქცია

ფარდები ეშვება, კონცერტები უქმდება და პრემიერები ჩერდება. ხელოვნების სამყარომ რუსეთს ზურგი აქცია. ეკონომიკურთან ერთად, ოკუპანტ ქვეყანაში კულტურის არეალიც მცირდება. ვენეციის ბიენალე, კანის კინოფესტივალი და მეტროპოლიტენის ოპერა რუსულ სახელოვნებო დელეგაციებთან აღარ ითანამშრომლებს. მსოფლიო კინოპრემიერები რუსული აფიშებიდან გაქრება, რუსი მომღერლები კი "ევროვიზიის" სცენაზე ვეღარ იმღერებენ. რუსეთი კულტურულ იზოლაციაში ექცევა.

ცნობილი ადამიანების სია, რომლებიც გმობენ რუსეთის მიერ დაწყებულ ომს, მუდმივად იზრდება. მსახიობები, მომღერლები, მწერლები სხვადასხვა გზას მიმართავენ ომისგან დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად.

ომი გრძელდება, რუსეთი ამ წუთებშიც განაგრძობს უკრაინის ქალაქების და მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას. მსოფლიო ხელოვნების წარმომადგენლები კი უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი მხარდაჭერას ყოველდღიურად ადასტურებენ.

დღის ამბები