06 მაისი 2024,   20:56
ვრცლად
თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი, ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს შეხვდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, არის თუ არა მზად რუსეთს რაიმე გარანტია მისცეს. ზელენსკისთის გაუგებარია, რა გარანტია უნდა მისცეს რუსეთს მაშინ, როცა უკრაინა რუსეთს თავს არ დასხმია.

"ღმერთმა ნუ ქნას, თუ ჩვენ აღარ ვიქნებით, შემდეგი იქნება ლატვია, ლიეტუვა, ესტონეთი, მერე საქართველო, მოლდოვა და პოლონეთი, ასე მივლენ ისინი ბერლინის კედლამდე, დამიჯერეთ"- განაცხადა პრეზიდენტმა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმირ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა და განაცხადა რომ მსოფლიომ თავისი ძალა უნდა აჩვენოს ამ აგრესიის წინააღმდეგ:

"ეს არის გენოციდი და ვინც ადამიანებს ამ ომში აგზავნის გენოციდის ჩამდენი, აი ესაა დასასრული, რაც ახლა ხდება, ჩვენ ძირითადად თავს ვიცავთ, ეს ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ესაა მთავარი საქმე, რომელიც იქცა ჩვენი გადარჩენის, ჩვენი ისტორიის გადარჩენის არსად.

მე პრეზიდენტი ვარ და არ მაქვს უფლება მეშინოდეს, თავისთავად მე მაქვს ადამიანური გრძნობები და შეიძლება შიში დამეუფლოს, ჩვენ გვაფიქრებს ჩვენი ოჯახები, ჩვენი საყვარელი ადამიანები, მე მაფიქრებს ის ფაქტი, რომ თუ ჩვენ დავკარგავთ ჩვენ სახლებს, კერას, ჩემი ქვეყანა აღარ მეყოლება და შესაძლოა მან აღარ იარსებოს. ამის მეშინია, მეშინია შემდეგი თაობების.

უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების გარანტიები და ეს თავიდანვე ვთქვი, როგორც კი პრეზიდენტი გავხდი. საკითხი ერთიანობის ჩვენებაა. თუ ნატოზე იქნება ზეწოლა, მათ კავშირზე, როდესაც იქნება კრიზისი მათ საზღვრებთან, მაგალითად პოლონეთთან, მაშინ როგორ იქნება კავშირის პასუხი? მოვიცადოთ? ძალა ამ კავშირის იმაშია, რომ მან ქვეყნებს ომი უნდა ააცილოს თავიდან.

დავსხდეთ და ვისაუბროთ მოლაპარაკების მაგიდასთან, რომ ეს არის ჩვენი წინადადებები, გზები და ვინც არ უნდა იყოს, ეს არის პირობები. მსოფლიომ თავისი ძალა უნდა აჩვენოს, მაგრამ არა ომით, არამედ დიპლომატიის ძალით. რაც შეიძლება სერიოზული სანქციებით ეს უნდა იყოს დასაწყისი," - აღნიშნა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დღის ამბები