08 მაისი 2024,   23:00
ვრცლად
პუტინის ტანკებზე გამოსახული სიმბოლო Z მსოფლიო თასის დაჯილდოებაზე - პროვოკაციული ქმედების გამო რუს ტანმოვარჯიშეს უმკაცრესად დასჯიან

პროვოკაციული ქმედების გამო რუს ტანმოვარჯიშეს უმკაცრესად დასჯიან. ივან კულიაკი კატარში გამართულ მსოფლიო თასის დაჯილდოების ცერემონიაზე გამოჩნდა მაისურით, რომელზეც ლატინური ასო - Z იყო გამოსახული, იმ ადგილას სადაც რუსული დროშა უნდა ყოფილიყო.

20 წლის კულიაკის ქმედება ორმაგად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა, რადგან მის გვერდით კვარცხლბეკზე უკრაინელი სპორტსმენი ილია კოვ-ტუნი იდგა, რომელიც ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაცია გადაწყვეტილებას მალე მიიღებს და რუსი სპორტსმენი დაისჯება. შეგახსენებთ, რომ აგრესორების რუსულ სამხედრო ტექნიკაზე სწორედ Z-ზეტია გამოსახული. 

დღის ამბები