06 მაისი 2024,   20:07
ვრცლად
აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს - რა წერია 2022 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტში

ამერიკული მხარის მხარდაჭერა საქართველოს - სენატის აპროპრიაციის კომიტეტმა გაასაჯაროვა ამერიკის მთავარი საბიუჯეტო კანონის - 2022 წლის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტის პროექტი, რომელსაც კონგრესი უახლოეს დღეებში უყრის კენჭს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კანონპროექტი კვლავ შეიცავს საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს ფორმულირებებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, შენარჩუნებულია საქართველოსთვის დაფინანსების უმაღლესი ნიშნული - 132 მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს მიმართულებებს, მათ შორის, ეკონომიკურ და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას მოხმარდება.

დღის ამბები