06 მაისი 2024,   19:15
ვრცლად
ჩერნობილის ბირთვული სადგურის უსაფრთხოებას, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი დღეს თურქეთში უკრაინულ და რუსულ მხარეებთან განიხილავს

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელი რაფაელ მარიანო გროსი თურქეთში მიემართება, სადაც უკრაინისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართვას. მთავარი განსახილველი თემა - ჩერნობილის ბირთვული სადგურის უსაფრთხოება და იქ დღეისათვის არსებული ვითარებაა. 

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვისა და დმიტრო კულებას შეხვედრა ამ წუთებში ანტალიაში მიმდინარეობს. რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები დელეგაციასთან ერთად სასტუმრო "რეგნუმში" ხვდებიან.

მანამდე მხარეებმა ორმხრივი შეხვედრები შუამავალ და მასპინძელ თურქულ მხარესთან გამართეს. ეს იქნება პირველი მოლაპარაკება ლავროვსა და კულებას შორის ომის დაწყებიდან დღემდე, ასევე ყველაზე მაღალი რანგის შეხვედრა ომის დაწყებიდან.

დღის ამბები