01 სექტემბერი 2026,   20:17
ვრცლად
ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი დიდი გამარჯვებაა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ - იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც აგვისტოს ომის საქმეზე დაპატიმრების პირველი ორდერები გასცა, საქართველო იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბექა ძამაშვილი ეხმაურება. 

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ ეს არის საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი გამარჯვება რუსეთის ფედერაციაზე, საერთაშორისო ასპარეზზე. 
 
"სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილების შემდეგ უკვე ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა გამოსცა სამი პირის დაკავების ბრძანება. ეს ორდერები მიესადაგება იმ პირებს, რომელთაც 2008 წლის ომის დროს ჩაიდინეს ომის დანაშაულები საქართველოს მოსახლეობის მიმართ. ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია იმითაც, რომ პროკურორის ოფისის მიმართვაში პირდაპირ არის მითითებული, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ. ეს გადაწყვეტილება არის საქართველოს მთავრობის კიდევ ერთი დიდი გამარჯვება რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ საერთაშორისო ასპარეზზე,"- აცხადებს ბექა ძამაშვილი. 
 
 
დღის ამბები