უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ბელარუსმა სპეცრაზმმა უკრაინის წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარი თქვა.
"უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დამანგრეველი დარტყმა მიაყენეს საველე ბაზებსა და საწყობებს, რათა ჩაეშალათ მტრის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სისტემა მტრის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე. წინა დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა ოთხი თვითმფრინავი, სამი შვეულმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. საოკუპაციო ძალებს არ ჰქონდათ მნიშვნელოვანი წარმატება ყველა მიმართულებით შეტევითი ოპერაციის განხორციელებაში. მტრის ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო მანამდე ოკუპირებული საზღვრების დაცვასა და შენარჩუნებაზე. მტრის მორალური და ფსიქოლოგიური მდგომარეობა რჩება დაბალი, რაც იწვევს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების უარს სარდლობის ბრძანებების შესრულებაზე.
რაც შეეხება ბელარუსის შეიარაღებული ძალების მზადყოფნას უკრაინასთან ომის საწარმოებლად. ბელარუსის რესპუბლიკის სპეცოპერაციების ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, ბელარუსის შეიარაღებული ძალების სპეცრაზმი უკრაინასთან ომში მონაწილეობას არ მიიღებს," - აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელი.