06 მაისი 2024,   19:50
ვრცლად
ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმეს

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-4 პაკეტი შეათანხმეს. აღნიშნულ ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე, საფრანგეთის ოფისის "ტვიტერის" საშუალებით ავრცელებს.

აღნიშნულ სანქციებზე დეტალური ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება, თუმცა საფრანგეთის წარმომადგენლობა აცხადებს, რომ რუსეთის ევროკავშირის მთავარი სავაჭრო პარტნიორის სტატუსი ანულირებული იქნება.

Reuters-ის დიპლომატიური წყაროს ინფორმაციით, სავარაუდოდ, სანქციები აკრძალავს რუსული რკინისა და ფოლადის იმპორტს, ასევე შეზღუდავს ძვირადღირებული ნივთების შეტანას, მათ შორის 50 000 ევროზე უფრო მეტი ღირებულების ავტომობილებს. გარდა ამისა, აკრძალვა შეეხება ნავთობკომპანიებსა და ენერგეტიკის სფეროში ინვესტირებას.

ასევე, Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის სანქცირებულთა სიას 14 რუს მილიარდერთან ერთად, დაემატება საფეხბურთო კლუბ ლონდონის "ჩელსის" მფლობელი, რომან აბრამოვიჩი.

შეგახსენებთ აბრამოვიჩი უკვე სანქცირებულია გაერთიანებული სამეფოს მხრიდან.

დღის ამბები