რუსეთის მიმართ წამოყენებულ სანქციებს, კიდევ ერთი პუტინთან დაახლოებული ოლიგარქის $140 მილიონიანი იახტა შეეწირა - ესპანეთში, რუსული სახელმწიფო კორპორაცია "როსტეხის" ხელმძღვანელს სერგეი ჩემეზოვს იახტა ჩამოართვეს. თუმცა, ფორმალურად, იახტა მის გერზე - ანასტასია იგნატოვაზე იყო დარეგისტრირებული.
ცნობისთვის, ადრე სერგეი ჩემეზოვმა განაცხადა, რომ "სანქციების მიუხედავად, რუსეთი უკრაინასთან ომიდან გამარჯვებული გამოვა."
