02 მაისი 2024,   23:16
ვრცლად
კატეგორიულად უარვყოფთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაძაბვისთვის გავრცელებულ ამ ინფორმაციას - სალომე ზურაბიშვილი

ექსპერტ ლევან ნიკოლეიშვილის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის და უნგრეთის პრეზიდენტებთან ერთად კიევში ჩასვლას აპირებდა, თავად საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება და სიცრუეს უწოდებს:

"კატეგორიულად უარვყოფთ საზოგადოების შეცდომაში შეყვანისა და დაძაბვისთვის გავრცელებულ ამ ინფორმაციას!

და მოვითხოვთ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისათვის საზოგადოებას მოუხადოს ბოდიში!" - აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

დღის ამბები