კიევში რუსული საავიაციო რაკეტის განეიტრალებას მსხვერპლი მოჰყვა - ჭურვი საცხოვრებელ კორპუსს დაეცა. დაიღუპა 1 ადამიანი, 3 კი დაშავდა. ინციდენტს ხანძარი და შენობის ზედა სართულების ნაწილის ნგრევა მოჰყვა.
ადგილზე სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. ამ წუთებში მიმდინარეობს ჭურვისგან დაზიანებული და ცეცხლმოკიდებული შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია. მაშველებმა 30-მდე მოქალაქე ტერიტორიას განარიდეს.
შემთხვევა დრანცკის რაიონში, ცოტა ხნის წინ მოხდა.