05 მაისი 2024,   22:28
ვრცლად
ძლიერი აფეთქება კიევში - არის მსხვერპლი

კიევში, პოდოლსკის რაიონში, გვიან ღამით, რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ჭურვები დასახლებულ პუნქტსა და ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა, გაჩნდა ხანძარი.

კიევის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 4 და დაშავდა 1 ადამიანი.

სავაჭრო ცენტრის ადგილას, რომელიც მიწასთან არის გასწორებული, სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ამ დრომდე გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ადგილზე მობილიზებულია 11 ერთეული სახანძრო ტექნიკა და 60-ზე მეტი პერსონალი.



ამავე თემაზე
დღის ამბები