01 სექტემბერი 2026,   19:32
ვრცლად
"ასეთი ნალექი თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა" - დედაქალაქში კილომეტრიანი საცობებია

ძლიერი თოვის გამო პრობლემებია თბილისსა და მის შემოგარენში. უხვი ნალექია წყნეთში, კოჯორში, ტაბახმელასა და კიკეთში. მუშაობს ტექნიკა, თუმცა მძღოლები აცხადებენ, რომ ამის მიუხედავად გზებზე მოძრაობა გართულებულია. გახშირებულია ავტოსაგზაო შემთხვევები.

დედაქალაქში თოვლის საფარი 10-12 სმ-ს აღწევს, გზები ინტენსიურად იწმინდება, თუმცა კილომეტრიანი საცობები მაინც არის დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში.

შპს "თბილსერვის ჯგუფის" გენერალური დირექტორის დავით ფაჩულიას თქმით, სერვისის თანამშრომლები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. მისივე თქმით, გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია არა მხოლოდ ადამიანური რესურსი არამედ სხვადასხვა სახის სპეც ტექნიკაც. 

"ბოლო 4 დღეა გადაუღებლად თოვს. ასეთი ნალექი თბილისში დიდი ხანია არ ყოფილა, მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ისეთი ქუჩები სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი გადაადგილდება იყოს გახსნილი ,"-აცხადებს დავით ფაჩულია. 

 

დღის ამბები