თელავში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის რკინის ფასადი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
სავარაუდოდ, მომხდარის მიზეზი დაგროვებული თოვლის მასა გახდა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები და ტერიტორია ნარჩენებისგან უკვე გაწმენდილია.
როგორც აღმოჩნდა, კორპუსს რეაბილიტაცია სულ ახლახან ჩაუტარდა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებია ამბობენ, რომ შეისწავლიან საკითხს და დაადგენენ, თუ რა გახდა მომხდარის მიზეზი.