ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ. გასულ პროცესზე პროკურატურამ საკუთარი მტკიცებულებების გამოკვლევა დაასრულა. ბრალდების მხარემ 55-მოწმეზე მეტი დაკითხა, გამოიკვლია როგორც ნივთიერი, ასევე წერილობითი და ვიდეო მტკიცებულებები.
ცნობისთვის, რუსთაველის გამზირზე, მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებებზე და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე (ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 126-ე (ძალადობა) მუხლებით მიმდინარეობს. ეპიზოდზე, რომელშიც 27 ბრალდებულია, 53 დაზარალებულია. საერთო ჯამში საქმეს 31 ბრალდებული და 57 დაზარალებული ჰყავს.