მარტვილში უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვების მეორე ეტაპი მიმდინარეობს.
პრემიერის გადაწყვეტილებით, პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით ხორციელდება.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, საჯარო მოხელეების, სამოქალაქო სექტორისა და ბიზნესის შეგროვილი თანხით პირველადი მოხმარების ნივთები შეიძინეს, რაც დანიშნულების ადგილას უახლოეს დღეებში ჩავა.