02 მაისი 2024,   23:46
ვრცლად
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი კიევის ერთ-ერთ ეკლესიაში დაასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი, დავით გობეჯიშვილი კიევის ერთ-ერთ ეკლესიაში დაასვენეს. პანაშვიდის შემდეგ დაიწყება საქართველოში გადმოსვენების პროცედურები.

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. იბომბება ხარკოვი და მარიუპოლი. უკრაინული მხარის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში რუსებმა ხარკოვის რეგიონი თითქმის 60-ჯერ დაბომბეს. ამასთან დაფიქსირდა 180-მდე თავდასხმა მრავალჯერადი სარაკეტო, მათ შორის "სმერჩის" ტიპის სისტემებიდან. ეს არის კასეტური საბრძოლო სისტემა, რომლებიც აკრძალულ იარაღად ითვლება.

როგორც "კურიერის" გადამღები ჯგუფი უკრაინიდან იუწყება, ამ დროისთვის საჰაერო განგაშის სიგნალი ჩართულია ქვეყნის ყველა ოლქში.

საჰაერო განგაშის სიგნალია ჩართული დედაქალაქშიც. კიევში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს. უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, შეიარაღებული ძალები კიევთან ოკუპანტების შეკავებას ახერხებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტროლი დაიბრუნეს ქალაქ ირპენზე. 4 დაღუპული ქართველი მებრძოლიდან 3 სწორედ ირპენისთვის ბრძოლას შეეწირა.

დღის ამბები