05 მაისი 2024,   07:20
ვრცლად
სტიქია რაჭაში - ამბროლაურში ღვარცოფი ჩამოწვა

სტიქია რაჭაში - ამბროლაურში, ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე ღვარცოფი ჩამოწვა. ამბროლაურის მერის ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორია დაუსახლებელია და, ამ ეტაპზე, ადგილობრივებს საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა უსაფრთხოების მიზნით, ახლოს მდებარე ბენზინგასამართი სადგურისა და სავაჭრო ობიექტების მფლობელები გააფრთხილეს.

რამ გამოიწვია მიწის ჩამოსვლა, ჯერჯერობით, უცნობია. რაჭაში დღეს დილიდან გეოლოგებს ელოდებიან. ადგილზე უსაფრთხოებისათვის სამართალდამცავები მორიგეობენ.


 
დღის ამბები