ითხვისში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურებიან კომპანია "ჯორჯიან მანგანეზში". სპეციალური მმართველის განცხადებით, ისინი აქტიურად არიან ჩართულები მოსახლეობის უსაფრთხოდ სხვა საცხოვრისში გადაყვანის უზრუნველყოფაში.
სოფელში, ამ დროისთვის, მნიშვნელოვნად არის დაზიანებული 17 სახლი, ეს ოჯახები კი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე ახლა სპეციალისტები მუშაობენ.