06 მაისი 2024,   08:51
ვრცლად
ზუგდიდში ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა​

ზუგდიდში ასაფეთქებელი მოწყობილობის მონტაჟის და ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულ 2 პირს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, ცოტა ხნის წინ, მიიღო, ამით მან სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების შესახებ.

რაც შეეხება დაცვის მხარეს, მათი შუამდგომლობა დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება იყო. დაკავებულებიდან ერთ-ერთი ბრალს ნაწილობრივ ეთანხმება, მეორე კი არ აღიარებს.

საუბარია ზუგდიდში, ერისთავის ქუჩაზე ორი დღის წინ მომხდარ შემთხვევაზე, რად დროსაც გამოძიების ინფორმაციით ორივე პირი მსუბუქ ავტომობილზე ასაფეთქებელს ამონტაჟებდა.

საგამოძიებო უწყების ვერსიით მათ წარსულში მომხდარი კონფლიქტის ნიადაგზე ავტომობილის მფლობელის მკვლელობა სურდათ. ამოღებულია 2 ხელყუმბარა ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს 13-დან 17 მდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.  

დღის ამბები