08 სექტემბერი 2024,   03:48
ვრცლად
ყველაფერს გავაკეთებთ აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანებისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად - პრემიერი 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მაქსიმალურად უნდა მოხდეს ხელშეწყობა აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებისთვის.

"ყველა ადამიანი იბადება უნიკალური ნიჭით, რომელიც თითოეული ჩვენგანის პატივისცემას იმსახურებს. ხელისუფლების, კერძო სექტორის, მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობაა, მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანების ნიჭისა და პოტენციალის რეალიზებას, უზრუნველვყოთ მათი აქტიური ჩართულობა ქვეყნის განვითარებასა თუ საკუთარი მომავლის დაგეგმვაში, ვიზრუნოთ მათი ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმებისა და სხვა უფლებების ყოველმხრივ დაცვაზე.

პირადად ჩემი და საქართველოს მთავრობის სახელით კვლავაც თანადგომას ვპირდები აუტისტური აშლილობის სპექტრის მქონე ადამიანებსა და მათი ოჯახის წევრებს. ყველაფერს გავაკეთებთ თითოეულისათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად,"- ნათვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში. 

დღის ამბები